saqarTvelos uReltexilebi - gorvaSis uReltexili (svaneTis qedi)
კოორდინატები | 42°53`16` ჩ. გ. 42°58`35` ა. გ. |
ტერიტორიული ერთეული | მესტიის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2899 მ |
ქედი | სვანეთის ქედი |
უღელტეხილი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სვანეთის ქედის აღმოსავლეთ ნაწილში. სიმაღლე ზღვის დონიდან 2899 მ. საცალფეხო გზით აკავშირებს ენგურის ხეობასა და ცხენისწყლის ხეობას. აგებულია იურული ასაკის თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით. დამახასიათებელია ალპური ლანდშაფტი.